გლდანი მოლში ბასტი-ბუბუს სტუდიის ფილიალი იხსნება. გლდანი-ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ ბავშვებს და არამარტო მათ, შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ: ცეკვა, სიმღერა და ხატვა კვალიფიციური პედაგოგებისგან.
გლდანი მოლის მენეჯმენტი მუდმივად ცდილობს გლდანის, მუხიანისა და სანზონის მოსახლეობასთან ახლოს მიიტანოს გეოგრაფიულად მხოლოდ მოშორებულ უბნებში ხელმისაწვდომი შესაძლებლობები. მოლში გახსნის დღიდან ფუნქციონირებდა ბასტი ბუბუს დაბადების დღის ცენტრი, რომელსაც ახლა უკვე სტუდიაც დაემატება. ბასტი ბუბუს სტუდიის შემოქმედებითი წრეები ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს მთელს თბილისში, თუმცა სამწუხაროდ აქამდე გლდანი მოლის შემოგარენი უბნის მოსახლეობისთვის მოშორებულობის გამო არ იყო ადვილად ხელმისაწვდომი.