10 10 / 2019

კომპლექს "სიმეტრია პარკი"-ს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, დეველოპელური კომპანია “სიმეტრია”  ამ ეტაპზე, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი “სიმეტრია პარკი” „შინ და გარეთ ჰარმონიის“ იდეას ეფუძნება. თანამედროვე ურბანიზაციის მოთხოვნებზე მორგებულ, დახურულ საცხოვრებელ უბანში, სიმეტრიულად მნიშვნელოვანია როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეები: როგორც პროექტის გეგმარება და დიზაინი, ასევე ადამიანური ურთიერთობები და სოციალიზაციის იდეა.
 
“Სიმეტრია პარკი” 31 თაუნჰაუსს და 41 აპარატამენტს აერთიანებს. ამ ეტაპზე, მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. კომპანია “სიმეტრიას” ყველა პროექტში სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ხარისხზე დიდი აქცენტი კეთდება. ხარისხის მიმართ ასეთი მიდგომიდან გამომდინარე, მონტაჟდება ბელგიური Reynaers-ის უმაღლესი ხარისხის ვიტრაჟები, რომელიც Guardian-ის ნაწრთობი მინით შეივსება. Reynaers-ი დარგის ლიდერია და მისი პროდუქცია დეტალებზე ორიენტიაციით გამოირჩევა, რაც ხმის მაქსიმალურ იზოლაციას უზრუნველყოფს.
07 10 / 2019

სასტუმრო “Best Western Kutaisi”-ს პირველ სართულზე პიცერია “ტიციანი” გაიხსნა

სასტუმრო “Best Western Kutaisi”-ს პირველ სართულზე პიცერია “ტიციანი” გაიხსნა, რომელიც შუაგულ ქუთაისში, ტრადიციულიული რეცეპტებით მომზადებული კერძებით, ნამდვილ იტალიურ კუთხეს წარმოადგენს. 
 
საინვესტიციო ჯგუფ “კაპიტოლის” მონაწილეობით განხორციელებული ერთ-ერთი პროექტი სასტუმრო “Best Western Kutaisi” პირველი ბრენდირებული სასტუმროა იმერეთის რეგიონში. გარემო და ინტერიერი მორგებულია ყველა ტიპის ადამიანზე. სასტუმროში სულ 45 ნომერია, რომელშიც შედის ლუქსისა და სტანდარტული ტიპის ნომრები, მათ შორის შშმ პირებისთვის ადაპტირებული. 
27 09 / 2019

ყაზახეთის ელჩი საქართველოში ბიზნეს სექტორს შეხვდა

ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვი ქართველ მეწარმეებს და საქართველოში მოქმედ ყაზახური კომპანიების წარმომადგენლებს 27 სექტემბერს შეხვდა. შეხვედრაზე მიწვეული იყო “საინვესტიციო ჯგუფ კაპიტოლის” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯახუტაშვილიც, რამდენადაც ჩვენს პორტფელში მსხვილი ყაზახური ინვესტიციებია (როგორიცაა წიქვილი “თიბითი ჯგუფი”, სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი" და სასტუმრო “ბესტ ვესტერნ ქუთაისი”.

შეხვედრა "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის” ორგანიზებით ჩატარდა. ელჩმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების დაბალ მაჩვენებელზე ისაუბრა. მისი განცხადებით პოტენციალი საკმაოდ დიდია და ყაზახეთის მთავარობა აქტიურად მუშაობს საქართველოში მარცვლეული კულტურების შეღავათიან ფასად ექსპორტზე. შეღავათიანი ტარიფების დაწესება მხოლოდ დასაწყისია და სამომავლო მიზანია, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააქტიურდეს.

26 09 / 2019

ხორბლის ავტომობილებით იმპორტი აღარ აიკრძალება - მინისტრის ბრძანება გაუქმდა

2018 წლის ზაფხულის მიწურულს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლითაც ქვეყანაში ხორბლის, მესლინის, ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის იმპორტი საავტომობილო გზით აიკრძალებოდა.

 

ამ გადაწყვეტილებამ 2018 წლის სექტემბერში ავტომანქანით ხორბლის გადამზიდავთა პროტესტი გამოიწვია და შედეგად, ბრძანების ძალაში შესვლა 2019 წლის 1 ოქტომბრამდე გადავადდა.

 

თუმცა, როგორც დღეს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, მოგვიანებით, ფინანსთა მინისტრის აღნიშნული ბრძანება გაუქმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1-ლი ოქტომბრიდან ხორბლის ავტომანქანით შემოტანა ქვეყანაში აღარ აიკრძალება

20 09 / 2019

თ.ბ.თ ჯგუფმა ხორბლისა და ფქვილის შესამოწმებელი თანამედროვე დანადგარი შეიძინა

ფქვილის ხარისხის შემოწმება, რომელიც რთულ და შრომატევად პროცესს წარმოადგენდა, თანამედროვე დანადგარების საშუალებით ყოველგვარი ქიმიური პროცესების გარეშე ხორციელდება. რამდენიმე ხნის წინ ეს პროცესი მექანიკურად კეთდებოდა, შედეგი ლაბორანტის ძალისხმევაზე იყო დამოკიდებული და ყოველთვის რჩებოდა რისკი, რომ ადამიანური ფაქტორის გამო შედეგი ზუსტი არ გამოსულიყო.

ბოლო წლების ტექნოლოგიურმა წინსვლამ დღეს უკვე შესაძლებლობა გააჩინა, რომ ფქვილის უფრო დეტალური შემოწმება ავტომატიზირებული მოწყობილობით მოხდეს. საინტერესო ფაქტია, რომ თანამედროვე ანალიზატორები ზუსტი შედეგის მისაღებად ხელოვნური ინტელექტის ელემენტებს ეყრდნობიან და არსებულ მონაცემებს მსოფლიოში იგივე აპარატით აღებულ ყველა ანაზომს უდარებენ. ზემოაღნიშნული პროცესი რადიკალურად ამცირებს ფქვილის ხარისხის შემოწმებასთან დაკავშირებულ დროს, აადვილებს პროცედურებს და გვაძლევს ზუსტ შედეგს.

“Chopin” - “Infraneo Junior” სწორედ ერთ-ერთი ასეთი თანამედროვე დანადგარია, რომელიც ხორბლისა და ფქვილის 8 მონაცემის შემოწმებას საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ახდენს. დანადგარი ჩვენმა შვილობილმა კომპანიამ “თ.ბ.თ. ჯგუფმა” 2019 წელს შეიძინა და მისი პრაქტიკაში დანერგვა წარმატებით განახორციელა. 

13 08 / 2019

გლდანი მოლში ბასტი-ბუბუს სტუდიის ფილიალი იხსნება

გლდანი მოლში ბასტი-ბუბუს სტუდიის ფილიალი იხსნება. გლდანი-ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ ბავშვებს და არამარტო მათ, შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ: ცეკვა, სიმღერა და ხატვა კვალიფიციური პედაგოგებისგან.

გლდანი მოლის მენეჯმენტი მუდმივად ცდილობს გლდანის, მუხიანისა და სანზონის მოსახლეობასთან ახლოს მიიტანოს გეოგრაფიულად მხოლოდ მოშორებულ უბნებში ხელმისაწვდომი შესაძლებლობები. მოლში გახსნის დღიდან ფუნქციონირებდა ბასტი ბუბუს დაბადების დღის ცენტრი, რომელსაც ახლა უკვე სტუდიაც დაემატება. ბასტი ბუბუს სტუდიის შემოქმედებითი წრეები ძალიან დიდი პოპულარულობით სარგებლობს მთელს თბილისში, თუმცა სამწუხაროდ აქამდე გლდანი მოლის შემოგარენი უბნის მოსახლეობისთვის მოშორებულობის გამო არ იყო ადვილად ხელმისაწვდომი.