08 08 / 2019

დეველოპერული კომპანია „სიმეტრია“ და Capitol HPS ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრები გახდნენ

საინვესტიციო ჯგუფი კაპიტოლის წევრები დეველოპერული კომპანია „სიმეტრია“ და Capitol HPS ამერიკის სავაჭრო პალატაში (AmCham) გაერთიანდნენ. ამერიკის სავაჭრო პალატის მთავარი მიზანი საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და აშშ-ს და საქართველოს შორის კომერციული ურთიერთობების გაძლიერებაა. 
დეველოპერული კომპანია "სიმეტრია" ასევე გახდა FIABCI-ის, უძრავი ქონების მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, რომელიც ხელს უწყობს სამშენებლო ინდუსტრიის განვითარებას და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას.

01 07 / 2019

T3 Hospitality Management-ის მართვის ქვეშ თელავში Holiday Inn Telavi ოფიციალურად გაიხსნა

T3 Hospitality Management-ის მართვის ქვეშ 2019 წლის 1 ივლისს თელავში ახალი ბრენდული სასტუმრო, Holiday Inn Telavi ოფიციალურად გაიხსნა. 
სასტუმრო განთავსებულია XIX საუკუნის ისტორიულ შენობაში, თელავის ცენტრში, კახეთის რეგიონის დედაქალაქში, რომელიც გამორჩეული ღვინის კულტურითაა ცნობილი.
სასტუმროს საზოგადოებრივი სივრცეები მოიცავს ინოვაციურ ღია ლობი ბარის კონცეფციას, რომელიც შეიმუშავა Holiday Inn ბრენდმა. თანამედროვე და კომფორტული სივრცე აღჭურვილია სამაგიდო თამაშებით და ეკრანებით, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეალურად მყუდრო გარემოა სტუმრების გასართობად და სამუშაოდ.
სასტუმროს მეხუთე სართულზე განთავსებულია რესტორანი და ბარი „იბერიკო“, რომელიც გთავაზობთ არა მხოლოდ განსაკუთრებული ევროპულ და ქართული კერძების მრავალფეროვან მენიუს, არამედ ულამაზესი ალაზნის ველისა და კავკასიონის ხედებს. 
პანორამული ხედები იშლება ასევე სასტუმროს საცურაო აუზიდან. სტუმრებს შეუძლით ისარგებლონ საუნით, ორთქლის ოთახით, სავარჯიშო დარბაზით. სასტუმროში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი 50 სტუმარზე. 

 

06 06 / 2019

T3 Hospitality Management-ის მიერ მართული სასტუმრო Best Western Kutaisi ხარისხის საერთაშორისო ჯილდოს იგებს

 

T3 Hospitality Management-ის პირველი პროექტი საქართველოში, Best Western Kutaisi, აღიარებული იქნა ბრენდის, Best Western Hotels & Resort-ის მიერ, როგორ განსაკუთრებული ხარისხის მქონე სასტუმრო მთელს ქსელში. Best Western Kutaisi-მა მიაღწია ხარისხის უმაღლეს შეფასებას, რომელსაც მსოფლიოში მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის სასტუმროები აღწევენ.

17 05 / 2019

თ.ბ.თ ჯგუფმა საქართველოში გერმანელი ექსპერტი ჩამოიყვანა

გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან (DWV) და SES (senior experten servise)-თან  თანამშრომლობით "თ.ბ.თ"-ს საკონსულტაციო ვიზიტით გერმანელი ექსპერტი ეწვია. პეტერ-კლაუს პეკარჩიკს  ხორბლის გადამუშავების დარგში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. ის ევროპის 12 სხვადასხვა წისქვილში მუშაობდა მთავარ ტექნოლოგად. ბატონმა პიტერ-კლაუსმა შეისწავლა "თ.ბ.თ"-ს საკუთრებაში არსებული ორივე წისქვილი (თბილისი, სენაკი), სამუშაო გარემო და ტექნოლოგიური პროცესები და საწარმოო ტექნოლოგიის ოპტიმიზაციის რეკომენდაციები მოამზადა. 

 

"თ.ბ.თ. ჯგუფი" პროცესების დახვეწაზე უწყვეტად მუშაობს. "თ.ბ.თ"-ის დიდი ძალისხმევა აქვს უკვე გაწეული ტექნოლოგიის თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით დახვეწაზე, საწარმოო დანადგარებისა და ლაბორატორიული აღჭურვილობის გაუმჯობესებაზე. პრაქტიკოსი ტექნოლოგის ვიზიტმა კომპანიას საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციის ახალი მიმართულება გაუხსნა. ევროპულ საწარმოებში დაგროვილი პრაქტიკული ცოდნის საქართველოში ჩამოტანა სამწუხაროდ მხოლოდ თეორიული საშუალებებითა და აღჭურვილობის იმპორტით არ ხერხდება. ე.წ. "ნოუ ჰაუს" გადმოცემა მხოლოდ პრაქტიკოს სპეციალისტებს შეუძლიათ, ამიტომ "თ.ბ.თ. ჯგუფი" ურთიერთობას ევროპელ ტექნოლოგებთან კვლავ გააგრძელებს.

26 02 / 2019

შოვის კურორტის განვითარებისთვის „სიმეტრია“ 60 მლნ დოლარამდე ინვესტიციას მოიზიდავს

უძრავი ქონების განვითარების კომპანია „სიმეტრიამ“ თანამშრომლობის გენერალური ხელშეკრულება უკვე ოფიციალურად გააფორმა ყაზახურ ბიზნეს ჯგუფთან, რომელიც შოვის კურორტის ტერიტორიის 60%-ს ფლობს. 


ხელშეკრულების თანახმად, შოვის კურორტის განვითარებაზე „სიმეტრია“ იზრუნებს. 

კურორტის ტერიტორიის 60%-ის კუთვნილება ქმნის საფუძველს კურორტის არა -დანაწევრებული, არამედ ერთიანი და სისტემური განვითარებისთვის. შოვის კურორტის გენერალური გეგმის მიხედვით, განვითარება ხელს შეუწყობს ტერიტორიის ახალ და უნიკალურ ტურისტულ ცენტრად გარდაქმნას. 

„სიმეტრია“ პირველ ეტაპზე ტერიტორიის საფუძვლიანად გამოკვლევას გეგმავს. კურორტი შოვი მოიცავს 16 უნიკალურ მინერალურ წყალს, განსაკუთრებულ ჰავას, სამი მწვერვალით გარშემორტყმულ ტერიტორიას და გამორჩეულ ბალნეოლოგიურ და სამკურნალო თვისებებს. სწორედ ამ ძლიერი მხარეების უკეთ წარმოსაჩენად იგეგმება ტერიტორიის შესწავლა, რაშიც ავსტრიელი და გერმანელი კონსულტანტები ჩაერთვებიან. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ სწორედ ამის შემდგომ მომზადდება პროექტი საინვესტიციოდ და წინასწარი გათვლებით შოვის კურორტი დაახლოებით, 60 მილიონ აშშ დოლარის პირდაპირ ინვესტიციას მოიზიდავს. 

„პროექტი თავისი მასშტაბითა და უნიკალურობით გახდება ახალი ტურისტული ცენტრი საქართველოში, რომელიც წლიურად მოიზიდავს 56 000-ზე მეტ მაღალშემოსავლიან ტურისტს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საუბარია, გურიის შემდეგ ყველაზე დაბალშემოსავლიან რეგიონზე, რაჭაზე და ამ მიმართულებით დამსვენებლების ახალი ნაკადის მოზიდვა მნიშვნელოვნად განავითარებს რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობას“ - აცხადებენ კომპანიაში. 

„სიმეტრია“ აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობასთან, რეგიონში არსებულ ბიზნესებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა კურორტის განვითარება გეგმაზომიერად მიმდინარეობდეს.

  

     

02 01 / 2019

T3 Hospitality Management-ის საოპერაციო გუნდი სასტუმრო Holiday Inn Telavi-ს გახსნისთვის მოსამზადებელ სტადიაზე გადავიდა

სასტუმრო 2019 წლის გაზაფხულზე გაიხსნება და იქნება ქალაქ თელავში ერთადერთი სასტუმრო საერთაშორისო ბრენდის ქვეშ.

სასტუმროში განთავსდება 85 ნომერი, გაფორმებული თანამედროვე, მაგრამ ამასთან ერთად აუთენტურ სტილში, მეხუთე სართულიდან პანორამული ხედებით დატკბობა სტუმრებს შეეძლებათ როგორც რესტორან და ტაპას ბარი „იბერიკო“დან, ასევე სასტუმროს აუზიდან, ხოლო სასტუმროს საკონფერენციო სივრცეები უმასპინძლებენ საქმიან სტუმრებს.

T3 Hospitality Management-მა აქტიურად დაიწყო თანამშრომლების შერჩევა სასტუმროსთვის და ისახავს მიზნად უმეტეს წილად ადგილობრივი კადრების დასაქმებას.