ჯეო აგრო

„შპს „ჯეო აგრო“ დაარსდა 2011 წელს სოფლის მეურნეობის პროექტების განვითარების მიზნით.  2011 წლიდან კომპანია ფლობს 4,000 ჰა-მდე სახნავ-სათესი მიწის ფართობებს  აღმოსავლეთ საქართველოში.

კომპანია 2014 წლის ჩათვლით ეწეოდა აღნიშნული ფართობების კულტივაციას და მოჰყავდა მარცვლეული კულტურები, როგორებიცაა: ხორბალი, ქერი და მზესუმზირა, რომელთა აგროტექნიკური, პირველადი დამუშავება და დასაწყობება ხდებოდა „ჯეო აგროს“ კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო სრული კომპლექტაციის მექანიზაციითა და შესაბამის სასაწყობო მეურნეობებში.

მიღებული მოსავლის ნაწილი ხმარდებოდა „ჯეო აგროს“ შვილობილი კომპანიის (შპს „კალანდა“) კუთვნილ მეღორეობის კომპლექსს, დანარჩენი კი _ რეალიზდებოდა. მას შემდეგ, რაც მეღორეობის ფერმაში ვირუსული დაავადებით გამოწვეული დეპოპულაციით მიღებული ზარალი  „ჯეო აგროს“ საქმიანობაზე აისახა, კომპანიისთვის მიზანშეუწონელი გახდა მის საკუთრებაში არსებული მიწის ფართობების დამუშავება.

 

ამჟამად კომპანია ამუშავებს საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც ეხება მის კუთვნილ ფართობებზე სარწყავი სისტემების უზრუნველყოფას და მრავალწლიანი კულტურების გაშენებას, როგორებიცაა: ნუში, ბროწეული და ზეთისხილი.

მიწის ნაკვეთების გარდა, კომპანია ფლობს სასაწყობო და საწარმოო ფართობებს აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მძიმე ტექნიკას. კომპანიის საკუთრებაში არსებული მექანიზაციითა და სასაწყობო მეურნეობებით მიმდინარეობს კახეთის რეგიონში მოღვაწე ფერმერების აგრო-სერვისული მომსახურება.

 

საკონტაქტო პირი:

ბესიკ თეთვაძე | დირექტორი

besik.tetvadze@gmail.com

www.geoagro.com.ge

 

 

მეტის ნახვა

კალანდა

„კალანდა“ არის თანამედროვე ევროპული სტანდარტების ტექნოლოგიებით (Big Dutchman, Germany) აღჭურვილი მეღორეობის დახურული და სრული ციკლის კომპლექსი.

„კალანდა“ 2012 წლის 30 მარტს დაარსდა და მალევე გახდა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ღორის ხორცის წარმოების  ბაზარზე. ფერმის პროდუქციამ ადგილობრივი წარმოების 10% შეადგინა.  კომპანიას აქვს ფერმაში ღორის ხორცის შეუფერხებლად და მაღალი ხარისხით წარმოებისათვის საჭირო ყველა სახის ინფრასტრუქტურა. წარმოების დღიური ნორმა საშუალოდ 4 ტონა ხორცს შეადგენს.

 

მაღალი დონის ბიოუსაფრთხოების ნორმების მიუხედავად,  ფერმაში აღმოჩენილ იქნა ვირუსული ინფექცია, რაც სრული დეპოპულაციის მიზეზი გახდა. 2015 წელს საპარტნიორო ფონდთან ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ფერმის რეპოპულაციის საკითხზე.

2017 წლის განმავლობაში დაგეგმილია ინფრასტრუქტურული და სხვა წინა სარეაბილიტაციო სამუშაოები რეპოპულაციამდე ბიოუსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით.

რეაბილიტაციის გეგმის შემუშავების პროცესში, პირველად საქართველოში, „კალანდას“ მენეჯმენტმა მიაღწია შეთანხმებას პირუტყვის დაცემის დაზღვევის შესახებ, რაც კომპლექსის ხელახალი ამუშავების წინაპირობაა.

 

 

საკონტაქტო პირი:

იოსებ მურვანიძე | დირექტორი

s.murvanidze@geoagro.com.ge

www.kalanda.ge

 

მეტის ნახვა