სიმეტრია

დეველოპერული კომპანია „სიმეტრია“ 2015 წელს დაარსდა. მისი მისიაა უზრუნველყოს საუკეთესო არქიტექტურული გარემო საცხოვრებლად, სამუშაოდ, დასასვენებლად და გასართობად. „სიმეტრია“ სხვადასხვა ტიპის უძრავ ქონებას ავითარებს. კომპანიის მიერ განხორციელებული დეველოპერული პროექტები მოიცავს სასტუმროებს, საცხოვრებელ სახლებს, ბიზნესცენტრებს, ავტოსადგომებსა და სავაჭრო ცენტრებს. „სიმეტრია“ ისწრაფვის იყოს მოწინავე ქვეყნის დეველოპერულ ბაზარზე, რისთვისაც შეუფერხებლად, ხარისხიანად და დროულად ასრულებს პროექტებს.

 

მიზნის მიღწევაში კომპანიას ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეული ცოდნა ეხმარება:

 

  • კომპანიის ყველა პროექტი და გაყიდვების სტრატეგია ეფუძნება ბაზრის სანდო და განახლებად  კვლევებს;
  • კომპანია ცდილობს საინტერესო და ორიგინალური კონცეფციის შეთავაზებას, რომლის ანალოგიც დღევანდელ ბაზარზე იშვიათია;

 

„სიმეტრია“ საქმიანობს პროექტების განვითარების სრული ციკლით: ფონდების მოძიება, ობიექტების სწორი ადგილმდებარეობის განსაზღვრა, შერჩეული ტერიტორიის შესაბამისი კონცეფციის მომზადება და დიზაინის შექმნა,  მაღალი დონის საინვესტიციო წინადადების წარდგენა და ხარისხიანი, დროში ზუსტად გაწერილი პროექტების განხორციელება, რითაც მაქსიმალურ სარგებელს იღებს როგორც მომხმარებელი, ისე ინვესტორი.

 

საკონტაქტო პირი:

ტარიელ გაბუნია | დირექტორი

tgabunia@simetria.ge

www.simetria.ge

მეტის ნახვა