T3 ჰოსფითალითი მენეჯმენტი

„T3 Hospitality Management„ ესპანური სასტუმროების მართვის კომპანიაა, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან  მოღვაწეობს. საქართველოს წარმომადგენლობა არა მხოლოდ ქართულ, არამედ რუსეთისა და სხვა დსთ-ს ქვეყნების სასტუმროების მართვას ემსახურება.

„T3 Hospitality Management"-ი ხელმძღვანელობს 22 პროექტს ესპანეთში, პორტუგალიაში, სლოვენიაში, აზერბაიჯანში, რუსეთში, საქართველოსა და ნიგერიაში. კომპანიას აქვს სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის 5, 4 და 3-ვარსკვლავიანი,  სასტუმროების მართვის გამოცდილება.

ის მუშაობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: Hilton, InterContinental, Wyndham, Best Western და ა.შ.

„T3 Hospitality Management”-ის მოკლევადიან განვითარების გეგმებში შედის პორტფოლიოში ახალი ბაზრების დამატება. ამ მიზნით კომპანია აგრძელებს ახალი პროექტების მოძიებას და გუნდის ადაპტაციას საერთაშორისო ბაზრებისთვის.

„T3 Hospitality Management„ განახორციელებს კაპიტოლ ჯგუფის პროექტის “12 სასტუმრო 12 რეგიონში” ფარგლებში გახსნილი სასტუმროების მართვას.

 

საკონტაქტო პირი:

ქეთი მიქაშავიძე

kmikashavidze@capitol.ge 

www.t3hotels.com

მეტის ნახვა

კაპიტოლ ეიჩ პი ეს

Capitol HPS სასტუმროების საერთაშორისო ბრენდის “Best Western Hotels & Resorts”-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ძირითადი ამოცანაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი BestWestern-ის ქსელის გაფართოებასა და სტუმართმოყვარეობის სფეროში ხარისხიანი მომსახურეობის დანერგვას ქვეყნის მასშტაბით.

კომპანია უზრუნველყოფს Best Western Hotels & Resorts სახელის გამოყენების უფლებით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიულ პირებს მათ გადამოწმებას ბრენდის მოთხოვნებთან მიმართებაში  და შესაბამისობის შემთხვევაში, გასცემს რეკომენდაციას ბრენდის სახელის გამოყენების უფლებაზე.

Capitol HPS ეხმარება დაინტერესებულ პირებს ორმხრივი  ხელშეკრულების პირობებზე მოლაპარაკებაში, მის მომზადებასა და საბოლოოდ გაფორმების ორგანიზებაში.

Capitol HPS საქართველოში ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში ინვესტირებით დაინტერესებულ კომპანიებს უწევს დახმარებას სხვადასხვა კუთხით:

  • სასტუმროს მომსახურე პერსონალის შერჩევა და ტრეინინგი;
  • ნებისმიერი სახის საშუამავლო და საკონსულტაციო მომსახურება ტურიზმის სფეროსთან და სასტუმროების ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • სასტუმროს მშენებლობისთვის საინტერესო კონცეფციის შემუშავება და დამკვეთის სურვილის შემთხვევაში, პროექტის სრული წარმართვა;
  • სასტუმროების, რესტორნებისა და სხვა სახის ტურისტული ინფრასტრუქტურის აღჭურვისათვის საჭირო ხარისხიანი პროდუქციის შერჩევა და შეძენა.

 

 

საკონტაქტო პირი:

გოჩა ჯაიანი | დირექტორი

gjaiani@capitol.ge

www.cphs.com

მეტის ნახვა