თ.ბ.თ. ჯგუფი

„თ.ბ.თ. ჯგუფი“ 2007 წელს დაარსდა ხორბლის ფქვილის წარმოების და რეალიზაციის მიზნით.

კომპანიის მფლობელობაშია 2 წისქვილკომბინატი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, რომელთა ჯამური წარმადობა თვეში 7,000 ტონას აღწევს. საწარმოების ინფრასტრუქტურა მოიცავს: ადმინისტრაციულ შენობებს, წისქვილებს, სასაწყობო ფართობებს, ფარდულებს და 25,000 ტონა ტევადობის მარცვლის შესანახ ბუნკერებს, რომლებიც ჯამურად 6 ჰა ტერიტორიაზეა განლაგებული. ორივე ქარხანას აქვს რკინიგზის ჩიხი და წარმოების პროცესისთვის საჭირო ყველა სახის ინფრასტრუქტურა.

ხორბლის იმპორტი საქართველოში დასავლეთიდან _ ფოთის, აღმოსავლეთიდან კი გარდაბნის გავლით ხდება. „თ.ბ.თ ჯგუფის“ ორივე საწარმო ამ ქალაქებიდან საშუალოდ 40 კმ. მანძილზე მდებარეობს. წისქვილების ასეთი სტრატეგიული განლაგება კომპანიას ძირითადი ნედლეულის სატრანსპორტო ხარჯების შემცირებისა და სარეალიზაციო ბაზრებზე ოპტიმალური ლოგისტიკის საშუალებას აძლევს.

 

პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება საცალო, კორპორაციული და საბითუმო გაყიდვების  გზით  საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო ქსელებში. „თ.ბ.თ ჯგუფს“ 200-ზე მეტი სტაბილური კლიენტი ჰყავს.

კომპანია საქართველოს ბაზარზე სამი დასახელების პროდუქტით არის წარმოდგენილი: „ბეღელი“, „თონე“ და „ბარაქა“.

2017 წელს „თ.ბ.თ. ჯგუფი“ სარეალიზაციო არხების გაფართოებას გეგმავს, რაც მსხვილი სუპერმარკეტების ქსელების დამატებას, თონეებისა და საცხობების მომარაგების მიმართულების განვითარებასა და საკონდიტრო სეგმენტის ათვისებას გულისხმობს. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში იგეგმება სარეალიზაციო ასორტიმენტის გაზრდა, ახალი პროდუქტების განვითარებითა და სხვა კომპანიების წარმოებული პროდუქტებით ვაჭრობის კომპონენტის დამატების გზით.

 

 

საკონტაქტო პირი:

ზურაბ ლორთქიფანიძე | დირექტორი

zlortkipanidze@capitol.ge 

www.tbt.ge 

მეტის ნახვა