გლდანი მოლი

სავაჭრო ცენტრი „გლდანი მოლი“ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ ამოსასვლელთან მდებარეობს.  სავაჭრო ცენტრი ააშენა და განავითარა კომპანია „სიმეტრიამ“ შპს „კაპიტოლ რიალ ისთეითის“ დაკვეთით.

მოლში 62 კომერციული ობიექტი ფუნქციონირებს მათ შორისაა ცნობილი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდები. ცენტრს ყოველდღიურად 60 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს.

„გლდანი მოლის“ გვერდით მდებარეობს 98 ავტომობილზე გათვლილი ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი.

„გლდანი მოლი“ სამეზობლო ტიპის სავაჭრო ცენტრია, რომელიც ორიენტირებულია გლდანის და მისი მიმდებარე უბნების მოსახლეობის ყოველდღიურ მომსახურებაზე. შესაბამისად, მოლში თემატურადაა წარმოდგენილი ის ობიექტები, რომლებიც მოსახლეობას ყოველდღიური მოხმარების პროდუქციისა და მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს. სავაჭრო ცენტრში ფუნქციონირებს სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი „პიგმი“ და სატელევიზიო-სადღესასწაულო ცენტრი „ბასტი ბუბუ დაბი დუბი“.

 

 

საკონტაქტო პირი: 

თინა კუხიანიძე | დირექტორი

tkukhianidze@gldanimall.ge 

www.gldanimall.ge

 

მეტის ნახვა

კაპიტოლ რიალ ისთეითი

„კაპიტოლ რიალ ისთეითი“ (CRE) მართავს უძრავ ქონებას და ახდენს დეველოპერული პროექტების ინვესტირებას გარე რესურსების დაქირავებით. კომპანიის დანიშნულებაა დაიცვას უძრავი ქონება ფინანსური, იურიდიული, ტექნიკური თუ სხვა სახის რისკებით გამოწვეული ღირებულების შემცირებისგან.

CRE-ის მიზანია მუდმივად  ფლობდეს  სრულყოფილ  ინფორმაციას არსებული ქონების რეალური ღირებულებისა და საფრთხეების შესახებ; ამ ინფორმაციის საფუძველზე სისტემატურად  ახდენდეს პოტენციური რისკების პრევენციას და რეალიზებული რისკების შედეგების აღმოფხვრას.

2007-2016 წლებში კომპანიამ ჯამურად 51,530 მ2  საერთო ფართობის პროექტში და 28,570 მ2 მიწის ნაკვეთებში განახორციელა ინვესტიცია. შედეგად, მის მფლობელობაშია სხვადასხვა სახის უძრავი ქონება – მიწის ნაკვეთები, საცხოვრებელი და კომერციული ფართობები, სავაჭრო ცენტრი და მიწისქვეშა ავტოსადგომი მართვის უფლებით.

საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო დონის სასტუმროებზე მზარდი მოთხოვნის შესაბამისად, 2016-2020 წლებში კომპანია გეგმავს ინვესტიციას პროექტში: „12 სასტუმრო 12 რეგიონში“. მთლიანად, პროექტი მოიცავს 700 ნომერს. სასტუმროების მართვა-გაერთიანება საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მოხდება. 

 

საკონტაქტო პირი:

დავით შიშმანაშვილი | დირექტორი

dshishmanashvili@capitol.ge 

 

მეტის ნახვა

კაპიტოლ კონსტრაქშენი

„კაპიტოლ რიალ ისთეითის“ დეველოპერული პროექტებისთვის მშენებლობის მომსახურების მიზნით 2015 წელს „კაპიტოლ მენეჯმენტის“ ინიციატივით სამშენებლო კომპანია „კაპიტოლ კონსტრაქშენი“ დაარსდა. თუმცა, საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი, დამკვეთზე ორიენტირებული სამშენებლო მომსახურების დეფიციტის გამო,  კომპანიამ გარე დაკვეთების შესრულებაც გადაწყვიტა, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო 2015-2016 წლებში წარმატებით განხორციელებული რამდენიმე პროექტითა და მიღწეული მაღალი ეფექტიანობით.

შპს „კაპიტოლ კონსტრაქშენის“ სამშენებლო საქმიანობა მოიცავს ყველა სახის სამუშაოს _ მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე.

 

კომპანია თანამშრომლობს სსიპ „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან“, რომელიც მშენებლობის პარალელურად ლაბორატორიულად იკვლევს სამშენებლო მასალებს მშენებლობის ხარისხისა და მდგრადობის  შენარჩუნების უზრუნველსაყოფად.  

„კაპიტოლ კონსტრაქშენი“ ფლობს სასაწყობო მეურნეობას და მაღალხარისხიან სამშენებლო-საყალიბე ინვენტარს.  იქმნება სამშენებლო ტექნიკური ავტოპარკი, რომელიც  თანამედროვე, ახალი ტექნიკით და ტექნიკური საშუალებებით კომპლექტდება.  ასევე, ეწყობა რკინის ნაკეთობათა, მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების დამამზადებელი მობილური და სტაციონარული საამქროები.

 

საკონტაქტო პირი:

ვახტანგ გენგიური | დირექტორი

vgengiuri@cc.ge

www.cc.ge

მეტის ნახვა