“კაპიტოლ მენეჯმენტი” 2014 წელს დაარსდა და განსხვავებული ბიზნესების ეფექტური მართვისთვის სპეციალურად შერჩეული ადამიანები ერთ გუნდში გააერთიანა. კომპანია ქართული ბიზნეს გარემოს ექსპერტიზით, მნიშვნელოვანი ადგილობრივი კავშირებითა და განსხვავებულ სფეროებში მოღვაწეობის გამოცდილებით, ეხმარება ინვესტორებს შეამცირონ ქვეყანაში ბიზნესის კეთებასთან ასოცირებული რისკები. სისტემატიური კვლევები და ბაზრის სიღრმისეული ცოდნა ეხმარება კომპანიას გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე. ყველა ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტი ეფუძნება თეორიულ ჩარჩოსა და რეალურ მტკიცებულებებს. კაპიტოლ მენეჯმენტი არის საიმედო პარტნიორი მიმზიდველი პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის. ჩვენს კომპანიასთან თანამშრომლობით ინვესტორი იძენს პარტნიორს, რომელიც მზად არის საკუთარი გამოცდილება მორიგ წარმატებულ პროექტად აქციოს. 

 

 

__________________________________

 

 

ჩვენი კომპანიის როლი

 

• ინვესტიციების მოზიდვა და მათი მართვა 

 

 ახალი, საინტერესო ბიზნეს შესაძლებლობების გამოვლენა 

 

 სტარტაპების მართვა 

 

 მოქმედი კომპანიების მართვა მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდში 

 

 მოქმედი კომპანიების მართვა კრიზისიდან გამოყვანის მიზნით 

 

 

 

ჩვენი მისია

 

ჩვენი გუნდის მისიაა ხელი შევუწყოთ ინვესტიციების ზრდას საქართველოში