სიმეტრია პარკი

კატეგორია
საცხოვრებელი
სტატუსი
მიმდინარე
პროექტის ბიუჯეტი
$15 600 000

სიმეტრია პარკი ადამიანებზე მაქსიმალურად ორიენტირებულ სივრცეს წარმოადგენს. გეგმარებით, არქიტექტურით, ურბანული განაშენიანებითა და ეკოლოგიით, ის რეგიონის მასშტაბით მოწინავე და გამორჩეული პროექტია.


ურბანული, მჭიდროდ დასახლებული გარემოდან თბილისის შემოგარენში, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას საცხოვრებლად გადასვლა სულ უფრო ბევრი ადამიანისთვის ხდება მნიშვნელოვანი. კაპიტოლ რიალ ისთეითის გუნდმა ეს ტენდენცია ახალი, განსხვავებული და თამამი პროექტის განხორციელების შესაძლებლობად აქცია. კომპანიამ 2016 წელს ოქროყანაში მიწა შეიძინა და სიმეტრია პარკის მშენებლობა დაიწყო. საგულისხმოა, რომ 2020 წლის პანდემიის შედეგად კიდევ უფრო განვითარდა ისეთი საცხოვრებელი უბნების ტრენდი, რომლებიც თაუნჰაუსებს საკუთარი მიწის ნაკვეთებით აერთიანებდა.

 

სიმეტრია პარკი პრემიუმ კლასის, დახურული საცხოვრებელი კომპლექსია, რომელსაც თბილისის ისტორიული ნაწილიდან 8 წუთის სავალი მანძილი აშორებს. ის 20 000 კვ/მ ფართობზეა განთავსებული და 39 ბინასა და 31 კერძო, ინდივიდუალურ სახლს მოიცავს. კომპლექსი საუკეთესო შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქალაქში ცხოვრების ალტერნატივას ეძებენ და, ამავდროულად, მასთან სიახლოვე და საკუთარი ეზო სურთ.


პანდემიით გამოწვეული სირთულეებისა და ფინანსური გათვლების ცვლილებების მიუხედავად, სიმეტრია პარკი წარმატებით მიმდინარეობს, რასაც უძრავი ქონების ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნაც უწყობს ხელს. პროექტის კაპიტალი სხვადასხვა წყაროდანაა მოზიდული, მისი განხორციელებისთვის საკრედიტო რესურსი კი ხალიკ ბანკმა უზრუნველყო.


პროექტის განხორციელება

სიმეტრია პარკი კაპიტოლ რიალ ისთეითის მართვით ხორციელდება, მის განვითარებაზე კი ჯგუფის წევრი კომპანია სიმეტრია მუშაობს. ამჟამად პროექტის ფარგლებში:
• ოქროყანაში შეძენილია 20 000 კვ/მ ფართობის მიწა;
• ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია სიმეტრიასთან გაფორმებულია პროექტის მართვის შესახებ შეთანხმება;
• ხალიკ ბანკთან გაფორმებულია საკრედიტო შეთანხმება პროექტის სრულად დაფინანსების შესახებ;
• მიმდინარეობს აქტიური სამშენებლო სამუშაოები და გაყიდვები;

 

პროექტის მოსალოდნელი შედეგები
პროექტით დაგეგმილი და მოსალოდნელი შედეგებია:
უკუგების შიდა განაკვეთი კაპიტალზე (IRR Equity) — 19.8 %;
უკუგების შიდა განაკვეთი აქტივებზე (IRR Project) — 17.0 %;
შემოსავალი კაპიტალზე (ROE Return on Equity) — 49.2 %;
ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი (ROI Return on Invest) — 18%.

 

კონტაქტი:

ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია ''სიმეტრია''

info@simetria.ge

www.simetria.ge

პროექტები

სიმეტრია ჯიქია
სიმეტრია ლისი
სიმეტრია პარკი
გლდანი მოლი
ჰოლიდეი ინნ ექსპრესს თბილისი ავლაბარი
ბესთ უესთერნ ქუთაისი
ბესთ უესთერნ ქუთაისი
სიმეტრია ჯიქია
Four Points by Sheraton Bakuriani
ჰოლიდეი ინნ ექსპრესს თბილისი ავლაბარი
ბესთ უესთერნ ქუთაისი
გლდანი მოლი
შოვის მთის კურორტი
სიმეტრია ვაკე
სიმეტრია ლისი
სიმეტრია პარკი