სიმეტრია ლისის შემოგარენში 2015 წლამდე პრაქტიკულად დაუსახლებელი სივრცე იყო. მიწის ნაკვეთს, რომელზეც ახლა კომპლექსი მდებარეობს, ფიზიკური პირები ფლობდნენ. სწორედ მათ შესთავაზეს კაპიტოლ რიალ ისთეითის გუნდს პროექტის იდეა, რომლის განხილვისა და შეფასების შემდეგ სიმეტრია ლისის განხორციელება გადაწყდა და კომპლექსი სიმეტრიას გუნდის მიერ დაპროექტდა.
სიმეტრია ლისი 19-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც 67 ბინასა და საოფისე ფართებს აერთიანებს. შენობა ლისის ტბასთან ახლოს მდებარეობს და გამორჩეულია ხედებით, სუფთა ჰაერითა თუ რეკრეაციული ზონებით. კომპლექსში გათვალისწინებულია დახურული ეზო, კეთილმოწყობილი სკვერი, ბავშვების სათამაშო მოედანი და ფეხბურთის სტადიონი.
პროექტის განხორციელება
2015-2019 წლებში:
• გაფორმდა ლისზე მდებარე მიწის მფლობელებთან შეთანხმება ბინებით ანაზღაურებაზე;
• გაფორმდა შეთანხმება ბაზის ბანკთან პროექტის დაფინანსების შესახებ.
პროექტის გეგმარებისას მოსალოდნელი შედეგები
პროექტის უპირატესობების განსაზღვრის, ეფექტიანი დაგეგმვისა და განხორციელების შედეგად, კაპიტოლ რიალ ისთეითის მიერ სწორად დანახული შესაძლებლობა და განხორციელებული ინვესტიცია წარმატებულ შედეგებად იქცა:
უკუგების შიდა განაკვეთი კაპიტალზე (IRR Equity - monthly based) –15.2%;
უკუგების შიდა განაკვეთი აქტივებზე (IRR Property - monthly based) – 15.8%;
შემოსავალი კაპიტალზე (ROE) – 38.9%;
ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი (ROI) – 38.9%.
კონტაქტი:
ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია ''სიმეტრია''
info@simetria.ge
www.simetria.ge