სიმეტრია ვაკე

კატეგორია
საცხოვრებელი
სტატუსი
დასრულებული
პროექტის ბიუჯეტი
$2 200 000

2014 წელს კაპიტოლ რიალ ისეითმა უძრავი ქონების მიმართულებისა და სიმეტრიას განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დაისახა მიზნად. სიმეტრიას გუნდის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის პროექტები იყო აუცილებელი, თუმცა ახალი, ინდივიდუალური კონცეფციის შექმნასა და დაწყებას მინიმუმ 2 წელი სჭირდებოდა. შესაბამისად, გადაწყდა მოძიებულიყო პროექტი, რომელსაც შესაბამისი სამშენებელო ნებართვა და შეთანხმებული არქიტექტურა ექნებოდა, მისი მფლობელების დაკმაყოფილება კი ბინების უზრუნველყოფით მოხდებოდა.

 

სწორედ ამ ჩანაფიქრის რეალიზებას წარმოადგენს 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი სიმეტრია ვაკე, რომელიც 37 ბინასა და 26 ავტომობილისთვის განკუთვნილ სივრცეს აერთიანებს. ის თბილისის ორი პრესტიჟული უბნის — ვერისა და ვაკის გასაყარზე, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილასაა განთავსებული. არაჩვეულებრივ მდებარეობასთან ერთად, პროექტი გამორჩეულია თანამედროვე სამშენებლო სტანდარტებით, მცირე ზომის ბინებითა და სივრცის ოპტიმალური დაგეგმარებით.

 


პროექტის განხორციელება
2016 -2018 წლებში კაპიტოლ რიალ ისთეითის მიერ განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
• გაფორმდა შეთანხმება ტერიტორიის მფლობელებთან ბინებით უზრუნველყოფის შესახებ;
• პროექტის დაფინანსება კერძო კაპიტალით განხორციელდა;


პროექტის გეგმარებისას მოსალოდნელი შედეგები
უკუგების შიდა განაკვეთი კაპიტალზე (IRR Equity - monthly based) – 42.5%;
უკუგების შიდა განაკვეთი აქტივებზე (IRR Property - monthly based) – 42.5%;
ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი (ROI) – 42.6%.

კონტაქტი:

უძრავი ქონების განვითარების კომპანია სიმეტრია

info@simetria.ge

www.simetria.ge

პროექტები

სიმეტრია ჯიქია
სიმეტრია ლისი
სიმეტრია პარკი
გლდანი მოლი
ჰოლიდეი ინნ ექსპრესს თბილისი ავლაბარი
ბესთ უესთერნ ქუთაისი
ბესთ უესთერნ ქუთაისი
სიმეტრია ჯიქია
Four Points by Sheraton Bakuriani
ჰოლიდეი ინნ ექსპრესს თბილისი ავლაბარი
ბესთ უესთერნ ქუთაისი
გლდანი მოლი
შოვის მთის კურორტი
სიმეტრია ვაკე
სიმეტრია ლისი
სიმეტრია პარკი