მას შემდეგ, რაც კაპიტოლ მენეჯმენტმა სტუმარმასპინძლობის სფეროში საქმიანობა გადაწყვიტა, კომპანიის დაკვეთით, Cushman and Wakefield-ის მიერ ჩატარდა კვლევა ქვეყნის მასშტაბით ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროებში არსებული მოთხოვნების, პერსპექტივებისა და განვითარების პოტენციალის შესახებ. კვლევამ გამოავლინა ის ადგილებიც, სადაც სასტუმროების განვითარება იყო საჭირო და მათ შორის კურორტი ბაკურიანიც მოხვდა.
კაპიტოლ რიალ ისთეითმა 2019 წლის ბოლოს Marriott International-თან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, დაბა ბაკურიანში პირველი საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო Four Points by Sheraton გაიხსნება. ის თბილისის ცენტრიდან და ქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით 185 კილომეტრში განთავსდება.
სასტუმროს ინფრასტრუქტურა თანამედროვე დიზაინის მქონე 116 ნომერს, ქართულ რესტორანს, 150 ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს, ლაუნჯსა და ლობი ბარს, ბავშვთა გასართობ ზონას, ავტოსადგომს, დახურულ აუზს, გამაჯანსაღებელ სპა და ფიტნეს ცენტრებს გააერთიანებს.
Four Points by Sheraton Bakuriani, რომლის სიახლოვესაც ბორჯომ-ხარაგაულის უნიკალური პარკი მდებარეობს, იდეალური ადგილი იქნება მოგზაურობისა და დასვენების, სანახაობრივი და მიმზიდველი ადგილების მოყვარულებისთვის. სასტუმროს საქმიან ვიზიტორებს კი ტექნიკურად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა შეეძლებათ.
პროექტის განხორციელება
პროექტის ინვესტორი კაპიტოლ მენეჯმენტია, მის დეველოპმენტს კი, ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია სიმეტრია განახორციელებს. ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ სასტუმროს მართვას ასევე ჯგუფის წევრი კომპანია Hotel Collection International Georgia უზრუნველყოფს. ამჟამად პროექტი ინვესტორის მოძიების ეტაპზეა.
კონტაქტი:
უძრავი ქონების განვითარების კომპანია სიმეტრია
info@simetria.ge
www.simetria.ge