სიმეტრია ჯიქია

კატეგორია
შერეული ფუნქციონალის უძრავი ქონება
სტატუსი
მიმდინარე
პროექტის ბიუჯეტი
$40 500 000

კაპიტოლ რიალ ისთეითის მიერ 2019-2023 წლებში საბურთალოზე, სანდრო ეულის N3 - ში არსებულ მიწის ნაკვეთზე საინვესტიციო პროექტის წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. ამ პერიოდში მოხდა საპროექტო მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა, სამშენებლო ნებართვებისა და საჭირო დაფინანსების მოპოვება, 2023 წლის შემოდგომაზე კი სიმეტრია ჯიქიას განხორციელება ოფიციალურად დაიწყო.

 

სიმეტრია ჯიქია სამი დანიშნულების — საცხოვრებელ, ბიზნეს და კომერციულ სივრცეებს გააერთიანებს. კომპლექსში იფუნქციონირებს სპორტული დარბაზი, საკვები ობიექტები, ბავშვთა გასართობი და საერთო სამუშაო სივრცეები, მაღაზიები და სამდონიანი პარკინგი. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კომფორტული ცხოვრების, მუშაობისა და დასვენებისთვის სრულყოფილ გარემოს განაპირობებს.

 

სიმეტრია ჯიქია მოიცავს 260 საცხოვრებელ ბინას, 15-მდე კომერციულ ფართსა და 11-სართულიან ბიზნესცენტრს, რომელიც 100-ზე მეტ ოფისს ითვალისწინებს.


კაპიტოლ რიალ ისთეითის მიზანია, პროექტის მაქსიმალური კომერციალიზაცია იმგვარად განახორციელოს, რომ კომპანია, შემდგომში გრძელვადიანი იჯარის მიზნით, კომერციული ფართების სრულად ან ნაწილობრივ მეპატრონედ დარჩეს.


პროექტის განხორციელება
პროექტის განხორციელების მიზნით, 2023 წლის შემოდგომისთვის:
• ინვესტორებთან გაფორმებულია საინვესტიციო შეთანხმება;
• ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია სიმეტრიასთან გაფორმებულია პროექტის მართვის შესახებ შეთანხმება;
თიბისი ბანკთან გაფორმებულია საკრედიტო შეთანხმება პროექტის სრულად დაფინანსების შესახებ;
• მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და გაყიდვები.

 

პროექტის დასრულება 2027 წელსაა დაგეგმილი.

 

პროექტის მოსალოდნელი შედეგები
პროექტით დაგეგმილი და მოსალოდნელი შედეგებია:
უკუგების შიდა განაკვეთი კაპიტალზე (IRR Equity - monthly based) — 29.6%;
უკუგების შიდა განაკვეთი აქტივებზე (IRR Property - monthly based) — 21.3%;
შემოსავალი კაპიტალზე (ROE) — 158.1%;
ინვესტიციიდან მიღებული სარგებელი (ROI) — 64.2%.

 

კონტაქტი:

უძრავი ქონების განვითარების კომპანია სიმეტრია

info@simetria.ge

www.simetria.ge

პროექტები

სიმეტრია ჯიქია
სიმეტრია ლისი
სიმეტრია პარკი
გლდანი მოლი
ჰოლიდეი ინნ ექსპრესს თბილისი ავლაბარი
ბესთ უესთერნ ქუთაისი
ბესთ უესთერნ ქუთაისი
სიმეტრია ჯიქია
Four Points by Sheraton Bakuriani
ჰოლიდეი ინნ ექსპრესს თბილისი ავლაბარი
ბესთ უესთერნ ქუთაისი
გლდანი მოლი
შოვის მთის კურორტი
სიმეტრია ვაკე
სიმეტრია ლისი
სიმეტრია პარკი