ჰოლიდეი ინნ ექსპრესს თბილისი ავლაბარი

კატეგორია
სასტუმრო
სტატუსი
დასრულებული
პროექტის ბიუჯეტი
$12 300 000

სასტუმრო ჰოლიდეი ინნ ექსპრეს თბილისი ავლაბარი ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია სიმეტრიას პროექტია. მისი განხორციელება 2016 წელს, ყაზახეთიდან მოზიდული პირდაპირი ინვესტიციებით დაიწყო. სასტუმრო თბილისის ძველ და ტურისტებისთვის მიმზიდველ ნაწილში, ავლაბრის ცენტრში მდებარეობს: იქ, სადაც ისტორია თანამედროვეობას ხვდება.



სასტუმროში სტანდარტული კატეგორიის 122 ნომერია, რაც 250-მდე სტუმრის განთავსების საშუალებას იძლევა. საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზე ორიენტირებული ჰოლიდეი ინნ ექსპრეს თბილისი ავლაბარი bed & breakfast კონცეფციაზეა აგებული. მისი ნომრები მორგებულია როგორც დამსვენებელ, ისე საქმიან ვიზიტორებზე. სასტუმრო აერთიანებს მრავალფუნქციურ საკონფერენციო სივრცეებს, რომლებიც განკუთვნილია მცირე და შედარებით დიდი, დაახლოებით 100 ადამიანზე გათვლილი ღონისძიებებისთვის.

 

ჰოლიდეი ინნ ექსპრესი საერთაშორისო კომპანია InterContinental Hotels Group (IHG)-ის ერთ-ერთი ბრენდია. საქართველოში მას კაპიტოლ მენეჯმენტის წევრი კომპანია Hotel Collection International Georgia მართავს.

 


პროექტის განხორციელება

პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე კაპიტოლ რიალ ისთეითმა მნიშვნელოვანი გამოწვევები გადალახა:

• გამოისყიდა მიწა 17 ინდივიდუალური პირისგან და გააფორმა შეთანხმება მერიასთან;
• მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე ინვესტიციების მოზიდვა ვერ მოხერხდა, კომპანიამ მიწაზე მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო;
• ერთ-ერთი მეზობლის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის გამო, მშენებლობა 2017-2019 წლებში სრულად შეჩერებული იყო, რამაც მნიშვნელოვანი აზრთა სხვადასხვაობა შექმნა პარტნიორ ინვესტორთან;
• სასამართლო დავის წარმატებით დასრულების შემდეგ სასტუმროს მშენებლობის დაწყებას პანდემია მოჰყვა, რამაც ბაზარი სრულად შეცვალა: ფაქტობრივი შემოსავლები და მათი პროგნოზი შეამცირა, ხარჯები კი გააძვირა;
• ამ გამოწვევების მიუხედავად, მშენებლობა არ შეჩერებულა. სასტუმრო დაგეგმილზე 5 თვით გვიან გაიხსნა და მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში ინფლაციამ 40%-ს გადააჭარბა, პროექტს 2016 წელს შეთანხმებულ ბიუჯეტთან შედარებით, მხოლოდ 4%-იანი გადაცდომა ჰქონდა.

 


პროექტის შედეგები

ერთწლიანი ოპერირებისას სასტუმრო 28 938 ვიზიტორს მოემსახურა და მათი 93.3% ამ გამოცდილებას დადებითად აფასებს. 2023 წელს სასტუმრომ რეგიონის Holiday Inn Express 2023 Guest Love Top Performer ჯილდო მოიპოვა.

 

მოსალოდნელი შედეგები პროექტის გეგმარებისას ასეთი იყო:

• უკუგების შიდა განაკვეთი კაპიტალზე (IRR Equity - monthly based) — 15.3%;
• უკუგების შიდა განაკვეთი პროექტზე (IRR Project ) — 13.5%;
• შემოსავალი კაპიტალზე (ROE) — 12.5%.

კონტაქტი:

უძრავი ქონების განვითარების კომპანია სიმეტრია

info@simetria.ge

პროექტები

სიმეტრია ჯიქია
სიმეტრია ლისი
სიმეტრია პარკი
გლდანი მოლი
ჰოლიდეი ინნ ექსპრესს თბილისი ავლაბარი
ბესთ უესთერნ ქუთაისი
ბესთ უესთერნ ქუთაისი
სიმეტრია ჯიქია
Four Points by Sheraton Bakuriani
ჰოლიდეი ინნ ექსპრესს თბილისი ავლაბარი
ბესთ უესთერნ ქუთაისი
გლდანი მოლი
შოვის მთის კურორტი
სიმეტრია ვაკე
სიმეტრია ლისი
სიმეტრია პარკი