გლდანი მოლი

კატეგორია
სავაჭრო ცეტნრი
სტატუსი
დასრულებული
პროექტის ბიუჯეტი
$15 000 000

2012 წელს შალვა ჯახუტაშვილმა კომპანია „სალხინო 93“-ს, რომელიც მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“  მდებარე მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ცენტრისთვის ინვესტორს ეძებდა, პროექტის თანაინვესტირება  შესთავაზა. შეთავაზება გულისხმობდა შპს „სალხინო 93“-ის მიწაზე საჭირო ფინანსური ინვესტიციის განხორციელებასა და სანაცვლოდ კაპიტოლ რიალ ისთეითისთვის უძრავი ქონების 70%-იანი წილის თანასაკუთრებით გადაცემას, ასევე, სავაჭრო ცენტრის ერთობლივად, 30/70-იანი პირობით მართვას, რომელსაც შპს „გლდანი მოლ სერვისი“ ჩაიბარებდა.  პროექტით გათვალისწინებული იყო შენობის გვერდით 98-ავტომობილიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობაც.

 

2013 წელს შალვა ჯახუტაშვილის აქტივები სამართავად კაპიტოლ მენეჯმენტმა გადაიბარა და პროექტის განხორციელებაშიც ამ კომპანიის გუნდი ჩაერთო. გლდანი მოლი 2015 წელს გაიხსნა და მალევე ჩამოყალიბდა სამეზობლო ტიპის სავაჭრო ცენტრად, რომელიც გლდანისა და მიმდებარე უბნების მოსახლეობის ყოველდღიურ მომსახურებაზეა ორიენტირებული. მომხმარებელი აქ ნებისმიერი ტრანსპორტით მარტივად ხვდება, კომფორტულ გარემოში შოპინგის შემდეგ კი ქალაქის ნებისმიერ წერტილში ასევე მარტივად ბრუნდება.

 

პროექტის განხორციელება

პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესი შემდეგ მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და ფაქტორებს მოიცავდა:

 

• სამშენებლო პროცესის საწყის სტადიაშივე, კაპიტოლ მენეჯმენტის დაკვეთით, START BUSINESS SOLUTIONS-ის მიერ ჩატარდა გლდანის მოსახლეობის თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევები, რომელთა შედეგებმაც გლდანი მოლის ოპტიმალური კონცეფციით დაგეგმვას შეუწყო ხელი, გაყიდვების გუნდს კი წინასწარი ხელშეკრულებების წარმატებით გაფორმების საშუალება მისცა. იმ პერიოდში ბრენდები ძირითადად ცენტრალურ უბნებზე იყვნენ ორიენტირებულები და გლდანს კომერციულ რუკაზე პრაქტიკულად არ მოიაზრებდნენ, თუმცა კვლევების შედეგებმა და შენობის დაგეგმილმა კონცეფციამ ისინი ახალი სივრცის მიმზიდველობაში დაარწმუნა. შესაბამისად, 2015 წელს პროექტი ექსპლუატაციაში 80%-იანი დატვირთულობის კოეფიციენტით შევიდა.

გლდანი მოლის გახსნის შემდეგ მომხმარებლების ნაკადი მზარდი აღმოჩნდა და საბოლოოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის დახმარებით, ის ადვილად მისადგომ სავაჭრო ცენტრად ჩამოყალიბდა;


• 2015-2016 წლებში პროექტმა სავალუტო კურსის მკვეთრ ცვლილებას გაუძლო, რამაც მმართველი გუნდი იძულებული გახადა, საიჯარო ღირებულება შეემცირებინა;


• 2017 წელს პროექტი აღმოჩნდა კონკურენტულ გარემოში, რომელიც გამოწვეული იყო მის მახლობლად „სითი მოლი გლდანის“ მშენებლობის დასრულებითა და მსხვილი მოიჯარეების განსხვავებული პირობებით გადაყვანით. თუმცა, პროექტის დატვირთულობამ მხოლოდ მცირე დროით იკლო და 2018 წელს ის კვლავ 95%-იან ნიშნულს მიუახლოვდა;


• 2020 წელს პროექტმა გაუძლო პანდემიასთან დაკავშირებულ 4-თვიან ლოკდაუნს. იმ პერიოდში გლდანი მოლმა მოიჯარეებიცა და თანამშრომლებიც სრულად შეინარჩუნა;


• არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, საბანკო ვალდებულებაზე ვადაგადაცილება ერთხელაც არ დაფიქსირებულა.

 

პროექტის შედეგები

2023 წელს კაპიტოლ რიალ ისთეითმა, პარტნიორ მხარესთან შეთანხმებით, გლდანი მოლის აქტივების გასხვისება გადაწყვიტა და მმართველობაც სრულად ქონების ახალ მეპატრონეს ჩაბარდა.

კონტაქტი:

info@gldanimall.ge

www.gldanimall.ge

პროექტები

სიმეტრია ჯიქია
სიმეტრია ლისი
სიმეტრია პარკი
გლდანი მოლი
ჰოლიდეი ინნ ექსპრესს თბილისი ავლაბარი
ბესთ უესთერნ ქუთაისი
ბესთ უესთერნ ქუთაისი
სიმეტრია ჯიქია
Four Points by Sheraton Bakuriani
ჰოლიდეი ინნ ექსპრესს თბილისი ავლაბარი
ბესთ უესთერნ ქუთაისი
გლდანი მოლი
შოვის მთის კურორტი
სიმეტრია ვაკე
სიმეტრია ლისი
სიმეტრია პარკი