Capitol HPS სასტუმროების საერთაშორისო ქსელის, BWH Hotels-ის ოფიციალური წარმომადგენელი და დეველოპერია საქართველოში. მასში გაერთიანებულია სტუმარმასპინძლობის 3 ცნობილი გლობალური კომპანია: WorldHotels, Best Western Hotels & Resorts და SureStay Hotels.
კაპიტოლ ეიჩ პი ესის შექმნის ისტორია
კაპიტოლ ეიჩ პი ესის შექმნას წინ უძღოდა კაპიტოლ მენეჯმენტის გადაწყვეტილება სტუმარმასპინძლობის სფეროში საქმიანობის დაწყების შესახებ. პირველ ეტაპზე კომპანიამ დეტალურად შეისწავლა, თუ რომელი ბრენდები ოპერირებდნენ საქართველოში და რა ტიპის სასტუმროების მშენებლობა იქნებოდა მიზანშეწონილი. ამავდროულად, Cushman and Wakefield-ის დახმარებით, ჩატარდა კვლევა ქვეყნის მასშტაბით ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროებში არსებული მოთხოვნების, პერსპექტივებისა და განვითარების პოტენციალის შესახებ.
ვინაიდან იმ პერიოდში რეგიონებში სასტუმროების სიმცირე იყო, კაპიტოლ მენჯმენტმა შეიმუშავა გეგმა, რომელიც ბათუმისა და თბილისის გარდა, რეგიონებში ტურიზმის განვითარებას ისახავდა მიზნად. გამოწვევას წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებული საერთაშორისო ბრენდები 100-ზე ნაკლები ნომრის მქონე სასტუმროებისთვის საკუთარი ბრენდის მინიჭებაზე უარს აცხადებდნენ. ამას გარდა, ისინი სავალდებულოდ ითხოვდნენ შესაბამისი მაღალი სტანდარტების დაწესებას, რაც საქართველოს ბაზართან პროექტების საინვესტიციო მოცულობას შეუთავსებელს ხდიდა.
არსებული გამოწვევის პასუხად, კაპიტოლ მენეჯმენტმა მსოფლიოში ცნობილ ქსელთან, BWH℠ Hotels-თან, მათი ერთ-ერთი ბრენდის წარმომადგენლობის მიღებაზე მოლაპარაკება დაიწყო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპიდან გამომდინარე, კომპანიამ Best Western ქვეყნის ტურისტული პოტენციალით დააინტერესა. შეთანხმება შედგა და გაფორმდა თანამშრომლობის პირველი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოში Best Western-ის ქსელის წარმომადგენლობის მინიჭებას გულისხმობდა.
პარტნიორობის შედეგად, მსოფლიოს იმ 100-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, სადაც BWH℠ Hotels 4700-მდე სასტუმროთია წარმოდგენილი, 70-წლიანი ისტორიის ბრენდი საქართველოშიც გამოჩნდა. თანდათან მისი ცნობადობა გაიზარდა, დაინტერესებამაც იმატა, ამიტომ 2016 წელს კაპიტოლ მენეჯმენტმა ახალი შვილობილი კომპანიის, კაპიტოლ ეიჩ პი ესის შექმნა გადაწყვიტა.
კაპიტოლ ეიჩ პი ესი დღეს
BWH℠ Hotels-ის წარმომადგენლობასთან ერთად, კაპიტოლ ეიჩ პი ესი ტურიზმით დაინტერესებულ ინვესტორებს საკონსულტაციო და საშუამავლო მომსახურებებს სთავაზობს. მათ შორისაა: სასტუმროს მართვა, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, სხვადასხვა სახის ტურისტული ინფრასტრუქტურის — სასტუმროების, რესტორნების, ბარებისა და ა.შ. პროექტირება, მშენებლობა და აღჭურვა.
ამას გარდა, კაპიტოლ ეიჩ პი ესის ძირითადი ამოცანა საქართველოში BWH Hotel Group-ში შემავალი ბრენდების ქსელების გაფართოებაა. წარმატებული ოპერირების შედეგად, 2024 წლის მარტის მონაცემებით, უკვე არსებობს 8 სასტუმრო: 6 — დასრულებული, 2 კი — მშენებარე. კომპანიამ საქართველოს 4 რეგიონის 6 ლოკაცია აითვისა, რომელთა შორის 4 კურორტია. ნომრების ჯამური რაოდენობა კი 441-ს შეადგენს.
კაპიტოლ ეიჩ პი ესის პროექტები:
• ბესთ უესთერნ თბილისი არტ ჰოტელი – საქართველოში დაკონტრაქტებული პირველი პროექტია, რომელიც თბილისში, საბურთალოზე მდებარეობს. ქსელში ის 2014 წლის მარტში გაერთიანდა;
• ბესთ უესთერნ ქუთაისი — პირველი ბრენდული სასტუმროა როგორც ქუთაისში, ისე მთლიანად იმერეთის რეგიონში. მეორე დაკონტრაქტებული პროექტი საქართველოში ბესთ უესთერნ ქუთაისი ქსელს 2017 წლის მარტში შეუერთდა;
• ბესთ უესთერნ პრემიერ ბათუმი — პირველი სასტუმრო აჭარაში და მესამე დაკონტრაქტებული პროექტი საქართველოში ქსელის წევრი 2018 წლის აგვისტოში გახდა;
• ბესთ უესთერნ თბილისი სითი ცენტრი — პირველი ბრენდული სასტუმრო თბილისში, ვაკეში და მეოთხე დაკონტრაქტებული პროექტი საქართველოში ქსელში 2018 წლის აგვისტოში ჩაერთო;
• ბესთ უესთერნ გუდაური — პირველი ბრენდული სასტუმროა როგორც გუდაურში, ისე მთლიანად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. ბესთ უესთერნ გუდაური მეხუთე დაკონტრაქტებული პროექტია საქართველოში. ის ქსელში 2019 წლის დეკემბერში გაერთიანდა;
• ვორდლჰოტელს ლიკანი — სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პირველი ბრენდული სასტუმრო და საქართველოში მეექვსე დაკონტრაქტებული პროექტია. მისი მშენებლობა ამჟამად მიმდინარეობს. ვორდჰოტელ ლიკანი ქსელში, სავარაუდოდ, 2025 წლის გაზაფხულზე ჩაერთვება;
• ბესთ უესთერნ პლუს ბათუმი — აჭარაში მეორე ბრენდული სასტუმრო, საქართველოში კი მეშვიდე დაკონტრაქტებული პროექტია, რომელიც 2024 წლის აპრილში გაიხსნა;
• ვორდლჰოტელს ქობულეთი — აჭარაში მესამე ბრენდირებული სასტუმრო, საქართველოსთვის კი მერვე დაკონტრაქტებული პროექტია. ვორდჰოტელ ქობულეთი მშენებარეა და მისი ქსელში ჩართვა 2028 წლის გაზაფხულისთვის იგეგმება.