პროექტები

Hotel Collection International Georgia კაპიტოლ მენეჯმენტისა და სასტუმროების მართვის საერთაშორისო მულტიბრენდული ესპანური კომპანიის, Hotel Collection International-ის მიერ საქართველოში ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა. HCI ევროპაში 20-ზე მეტ პროექტს მართავს, მათ შორის ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Hilton, IHG, Wyndham, Meliá, Best Western და Accor.

 

Hotel Collection International Georgia-ს შექმნის ისტორია

Hotel Collection International Georgia-ს დაარსება კაპიტოლ მენეჯმენტის სტუმარმასპინძლობით დაინტერესებას უკავშირდება. ამ სფეროში საქმიანობის დაწყებამდე კომპანიამ დეტალურად შეისწავლა ბრენდები, რომლებიც საქართველოში ოპერირებდნენ და, ასევე, იმ სასტუმროების სპეციფიკა, რომელთა მშენებლობაც პერსპექტიული იქნებოდა. პარალელურად, Cushman and Wakefield-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ქვეყნის მასშტაბით ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროებში არსებული მოთხოვნები და განვითარების პოტენციალი გამოავლინა.

 

თბილისისა და ბათუმის გარდა, იმ დროს საქართველოში სასტუმროების სიმცირე იყო. კაპიტოლ მენჯმენტმა კი შეიმუშავა გეგმა, რომელიც რეგიონებში ტურიზმის განვითარებას ისახავდა მიზნად. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა ის ფაქტიც, რომ საერთაშორისო ბრენდები, რომლებიც ქვეყანაში ოპერირებდნენ, 100-ზე ნაკლები ნომრის მქონე სასტუმროებისთვის საკუთარი ბრენდის მინიჭებაზე უარს აცხადებდნენ. ამას გარდა, ისინი სავალდებულოდ ითხოვდნენ შესაბამისი მაღალი სტანდარტების დაწესებას, რაც საქართველოს ბაზართან პროექტების საინვესტიციო მოცულობას შეუთავსებელს ხდიდა. არსებული გამოწვევის პასუხად, კაპიტოლ მენეჯმენტმა მსოფლიოში ცნობილ სასტუმროების ქსელთან, BWH℠ Hotels-თან, მათი ერთ-ერთი ბრენდის წარმომადგენლობის მიღებაზე მოლაპარაკება დაიწყო.

 

2015 წელს კი, ტურიზმის გამოფენაზე, სასტუმროების მართვის საერთაშორისო მულტიბრენდული ესპანური კომპანიის, Hotel Collection International-ისა და კაპიტოლ მენეჯმენტის თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. ქართული მხარისგან ქვეყნის პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის მიღების  შემდეგ Hotel Collection International-ის წარმომადგენლები ერთკვირიანი ვიზიტით საქართველოს ეწვივნენ და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს, ტურისტულ ადგილებსა და სასტუმროებს გაეცნენ. ამ პერიოდში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ქვეყნის პოტენციალი HCI-ს სტანდარტებით შეეფასებინათ, რასაც 2016 წელს კაპიტოლ მენეჯმენტთან პარტნიორობის შეთანხმების გაფორმება და ერთობლივი კომპანიის, Hotel Collection International Georgia-ს დაფუძნება მოჰყვა.

 

Hotel Collection International Georgia-ს პროექტები და შედეგები

Hotel Collection International Georgia-ს მთავარი ამოცანაა, სასტუმროს მფლობელს სწორი ბრენდის შერჩევასა და ეფექტიან მართვაში დაეხმაროს. კომპანიის მიმდინარე და დასრულებული პროექტები თბილისსა და რეგიონებშია თავმოყრილი.

 

  • ბესთ უესთერნ ქუთაისი (2016-2023 წლები, პროექტი ითვალისწინებდა სასტუმროს გახნისთვის მომზადებას, ტექნიკურ კონსულტაციას და შემდგომ მართვას);
  • Four Points by Sheraton Bakuriani - ამჟამად პროექტი ინვესტორის მოძიების ეტაპზეა. განხორციელების შემთხვევაში, მის შემდგომ მართვას HCI Georgia უზრუნველყოფს;
  • ჰოლიდეი ინ ექსპრეს თბილისი ავლაბარი (2023 წლიდან დღემდე, მათ შორის სასტუმროს გახსნისთვის მომზადება).

 

დამოუკიდებელი პროექტები:

  • ჰოლიდეი ინ თელავი (2018 -2023 წლები, მათ შორის სასტუმროს გახსნისთვის მომზადება);
  • ჯორჯია პალას ჰოტელი (2018 წლიდან რამდენიმე თვის განმავლობაში);
  • თრეიდმარქ ქოლექშენ ბაი ვინდემ (2022 წლის ივნის-ოქტომბერი);
  • სასტუმრო მუზეუმი ორბელიანი (2023 წლიდან დღემდე);
  • Resort type boutique hotel, Kakheti (გახსნის წინა კონსალტინგი და შემდგომი მართვა).

 

HCI-ს ოპერირების შედეგები

 

2017- 2023 წლებში ბესთ უესთერნ ქუთაისის მართვა წარმატებით მიმდინარეობდა. HCI-მ სასტუმროსთან თანამშრომლობა პოზიტიური შედეგებით დაასრულა:

  • სტუმრის კმაყოფილების ინდექსი — 87.7%, ამ მაჩვენებლიდან განსაკუთრებული შეფასება მიიღო მომსახურებამ (87.9%) და სისუფთავემ (87.7%);
  • 2022 წელს 9359 ნომერი დაიჯავშნა და სასტუმროს 15151 ვიზიტორი სტუმრობდა;
  • 2017 წლიდან ბესთ უესთერნ ქუთაისი ტურიზმის სფეროში არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი ჯილდოს მფლობელი გახდა;
  • სასტუმრო გახდა საქართველოს ბანკისა და ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება Welcome to Georgia 2017 -ის გამარჯვებული, ნომინაციაში წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია საშუალო და მცირე ბიზნესის სეგმენტში;
  • International Hospitality Awards 2019, ფინალისტი, საუკეთესო ბიზნეს ტიპის 4* სასტუმრო;
  • International Hospitality Awards 2020, ფინალისტი, საუკეთესო პატარა ქალაქის სასტუმრო.

 

მნიშვნელოვანი წარმატება აქვს ჰოლიდეი ინნ ექსპრესს ავლაბარს, რომელიც 2023 წლის მარტიდან ოპერირებს. კერძოდ, მართვის პერიოდისა და შედეგების მიხედვით:

  • 2023 წელთან შედარებით, 182%-იანი ზრდა წლიურ შემოსავალში (YTD);
  • RevPar-ის ზრდა — 192%;

 

  • სტუმრის კმაყოფილების ინდექსი 100-დან 96.67. ამ მაჩვენებლიდან სისუფთავის შეფასება 100-დან 100. სტუმრის კმაყოფილების ინდექსით, სასტუმრო ევროპის 271 ჰოლიდეი ინ ექსპრესს შორის მე-7 ადგილზეა. 2023 წელს ტურიზმის ეროვნულ დაჯილდოებაზე სასტუმრომ ფასისა და ხარისხის საუკეთესო სინთეზის კატეგორიაში საუკეთესო სასტუმროს ჯილდო მიიღო.

 

აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა დამოუკიდებელი პროექტების შედეგებზეც:

 

  • სასტუმრო მუზეუმი ორბელიანი ოპერირების პირველ წელს ტურისტულ კომპანიებში დაპოზიციონირდა, რაც უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენდა. დადებითი შედეგი განაპირობა ჯგუფებთან მუშაობით სასტუმროს სტაბილური დატვირთულობის უზრუნველყოფამ, რაც 2024 წლისთვის კიდევ უფრო გამოიკვეთა. მკვეთრადაა გაზრდილი როგორც სასტუმროს დატვირთულობა, ისე ნომრის საშუალო ფასი;
  • ხელმისაწვდომი ოთახისთვის შემოსავლის (RevPAR) ზრდამ, 2023 წელთან შედარებით, 11% შეადგინა, რაც ჯამური შემოსავლის 22%-ია;
  • მაისის (ყველაზე აქტიური პერიოდის) შედეგები: RevPAR-ის ზრდა — 32%, ჯამური შემოსავლის ზრდა — 47.7%.

 

 

3-წლიანი შესვენების შემდეგ HCI-მ სასტუმროში მდებარე რესტორნის, “სირაჯხანას” მუშაობა განაახლა. კომპანიის მიერ ობიექტზე დაინერგა საოპერაციო სტანდარტები, გადამზადდა გუნდი. მოხდა ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის საკადრო პოლიტიკის მიმართულებით.  

  • სტუმრის კმაყოფილების ინდექსი გაიზარდა 0.7%-ით;
  • კმაყოფილი შეფასებების რაოდენობის ინდექსი გაუმჯობესდა 4.5%-ით.

 

დამოუკიდებელი პროექტების ნაწილთან, მათ შორის, თელავის, გრიგოლეთისა და ჯორჯია პალასის მენეჯმენტთან თანამშრომლობა, მართვის განსხვავებული ხედვების გამო, დასრულდა.

 

სამომავლო გეგმები

Hotel Collection International Georgia კახეთში 60-ნომრიანი ბუტიკური სასტუმროს გახსნისთვის ემზადება. გახსნის სავარაუდო თარიღი 2025 წელია.

ამავდროულად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ახალ რეგიონულ პროექტთან.