კაპიტოლ რიალ ისთეითი 2014 დაფუძნდა. კომპანიის მთავარ მიზანს კაპიტოლ მენეჯმენტის უძრავი ქონების პროექტების ერთიანი სტრატეგიისა და მართვის ქვეშ გაერთიანება წარმოადგენდა, რაც ამჟამადაც წარმატებით გრძელდება.
კაპიტოლ რიალ ისთეითის საქმიანობა ახალი საინვესტიციო პროექტების აღმოჩენას, გარე ფინანსური რესურსების თანაინვესტირებით დეველოპერული პროექტების ინვესტირებასა და მათ შემდგომ მართვას მოიცავს. კომპანიის მთავარი ფუნქციებია:
• უზრუნველყოს მის მართვაში არსებული უძრავი ქონების ღირებულების ზრდა;
• მუდმივად ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას თითოეული მათგანის რეალური ღირებულებისა და საფრთხეების შესახებ;
• იზრუნოს პოტენციური ფინანსური, იურიდიული თუ სხვა რისკების პრევენციაზე, ამ რისკებით გამოწვეული ღირებულების შემცირებასა და სხვა ნეგატიური შედეგების აღმოფხვრაზე;
• ბაზრის ტენდენციების შესაბამისად, სწორ დროს, ეფექტიანად გაასხვისოს აქტივი.
დაარსების დღიდან კომპანიამ უძრავი ქონების მიმართულებით დაახლოებით 43 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ამ პერიოდის განმავლობაში ის ფლობდა უძრავი ქონების არაერთ პროექტსა და ობიექტს — მიწის ნაკვეთებს, საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს, სავაჭრო ცენტრსა და მის ცალკემდგომ მიწისქვეშა ავტოსადგომს მართვის უფლებით.
კაპიტოლ რიალ ისთეითის პროექტები: