პროექტები

სიმეტრია არის ფასეული უძრავი ქონების განვითარების კომპანია, რომლის მისიაც ფასეული უძრავი ქონების განვითარების კულტურის შექმნაა. კომპანიის მიზანია, გახდეს საიმედო პარტნიორი უძრავი ქონებით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რათა მათთან ერთად შექმნას ისეთი აქტივები, საიდანაც ყველა სიმეტრიულ სარგებელს მიიღებს.

 

დაარსების ისტორია
2015 წელს, კაპიტოლ მენეჯმეტის გუნდის ინიციატივით, სიმეტრია შეიქმნა, როგორც ინსტრუმენტი, რათა 2011-2013 წლებში კრიზისული პორტფელიდან ლიკვიდირებული და განაღდებული თანხები უძრავ ქონებაში ინვესტირებულიყო, რადგან ამ პერიოდისთვის უძრავი ქონება საშუალო ზომის საინვესტიციო შესაძლებლობებიდან ყველაზე პროგნოზირებადი და განვითარებადი სფერო იყო.

 

სიმეტრიას ჩამოყალიბებამდე გუნდს კომერციული მიმართულებით გამოცდილება უკვე ჰქონდა, რადგან იმ დროისთვის მის მიერ დასრულდა უძრავი ქონების მიმართულების პორტფელის ერთ-ერთი მთავარი პროექტის, სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლის“ განვითარება. არსებული რესურსებისა და გამოცდილებიდან გამომდინარე, სიმეტრიას შექმნისას გადაწყდა, რომ მას საშუალო მასშტაბის უძრავი ქონების პროექტები განეხორციელებინა. ერთ-ერთ მიმართულებად ტურიზმის სფერო შეირჩა, რომლის ფარგლებშიც, კომპანიამ საქართველოს რეგიონებში სასტუმროების მიმართულების განვითარება დაისახა მიზნად. მეორე ძირითადად მიმართულებად კი გამოიკვეთა ბინათმშენებლობა, რომელიც საშუალო ინვესტიციებით მასშტაბური პორტფელის შექმნის საშუალებას იძლეოდა.



სიმეტრიას მიერ ტურიზმის სფეროში განხორციელებული პირველი პროექტი სასტუმრო ბესთ უერსთერნ ქუთაისი იყო. მისთვის გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი პორტფელში უკვე არსებობდა და ის ქუთაისის ცენტრში, ტურისტულად მიმზიდველ ადგილას, თეთრი ხიდის სიახლოვეს მდებარეობდა. ბინათმშენებლობის პირველი პროექტი გლდანში 2013 წელს დასრულდა, 2018 წელს კი ვაკეში „სიმეტრია ვაკე“ დასრულდა.

 

კომპანიის საქმიანობა დღეს
2015 წლიდან სიმეტრიას საქმიანობა პროექტების სრული ციკლით განვითარებას მოიცავს. მათ შორისაა ფონდების მოძიება, ობიექტების სწორი ადგილმდებარეობის განსაზღვრა, შერჩეული ტერიტორიის შესაბამისი კონცეფციის მომზადება და დიზაინის შექმნა, მაღალი დონის საინვესტიციო წინადადების წარდგენა და ხარისხიანი, დროში ზუსტად გაწერილი პროექტების განხორციელება, რითაც როგორც მომხმარებელი, ისე ინვესტორი მაქსიმალურ სარგებელს იღებს.

 

სიმეტრია ზრუნავს, რომ თანამშრომლებმა განხორციელებული პროექტებით იამაყონ, ინვესტორებმა იცოდნენ, რომ კომპანიის მიერ განვითარებულ პროექტებში თანხის დაბანდებით ყოველთვის მაღალ უკუგებას მიიღებენ, მყიდველებმა კი იგრძნონ, რომ სიმეტრიას პროექტები არის სივრცეები უკეთესი ცხოვრებისა და ინვესტიციისთვის, სადაც ადამიანებზე ბევრია ნაფიქრი.

 

სიმეტრიას დასრულდებული და მიმდინარე პროექტები

საცხოვრებელი პროექტები:
საერთო ფართი — 70 000 კვ/მ;
მთლიანი ინვესტიცია — 40 მლნ აშშ დოლარი.


სასტუმროები (თბილისსა და რეგიონებში):
საერთო ფართი — 20 000 კვ/მ;
მთლიანი ინვესტიცია — 26,5 მილიონი აშშ დოლარი.


სავაჭრო, გასართობი და ბიზნესცენტრები:
საერთო ფართი — 25 500 კვ/მ;
მთლიანი ინვესტიცია — 17.4 მილიონი აშშ დოლარი.